ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 19 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15%-ით შემცირდა და 9.16 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის მოცულობა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.1%–ით შემცირდა და 2.72 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 16.6%-ით შემცირდა და 6.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 3.73 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7%-ია.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 1.3 მილიარდი აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. შემდეგ მოდის: რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი 1 მლრდ, 991.8 მლნ, 746.3 მლნ და 515.2 მლნ აშშ დოლარით.

418.9 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ჩინეთია. შემდეგ მოდის: აზერბაიჯანი, რუსეთი, ბულგარეთი და უკრაინა 364.6 მლნ, 351.2 მლნ, 255.8 მლნ და 164.5 მლნ აშშ დოლარით. იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ და აზერბაიჯანი 1.1 მლრდ, 709.9 მლნ, 572.9 მლნ, 448.6 მლნდა 381.7 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 618.6 მლნ აშშ დოლარით უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) – 335.6 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 198.3 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 163.1 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 99.6 მლნ აშშ დოლარი; მინერალური და მტკნარი წყლები – 93.5 მლნ აშშ დოლარი; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 84.9 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 78.6 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 77.8 მლნ აშშ დოლარი; თხილი – 68.1 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 897.3 მილიონი აშშ დოლარი.

2020 წლის იანვარ-ოქტომბერში 623.3 მლნ აშშ დოლარით მსუბუქი ავტომობილები საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 450.4 მლნ აშშ დოლარი; ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 412.4 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 252.9 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 219.3 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები – 131.9 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი და მესლინი – 88.4 მლნ აშშდოლარი; სიგარეტი – 61.5 მლნ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები – 54 მლნ აშშ დოლარი; საბურავები – 53.7 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 4 მლრდ აშშ დოლარი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button