Placeholder canvas
ახალი ამბები

საქსტატი: ოქტომბერში წლიური ინფლაცია 3.8% იყო 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ოქტომბერში წლიური ინფლაცია 3.8% იყო, წინა თვესთან შედარებით კი, ფასები 0.8%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 5.5%-ით გაიზარდა; ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 9%-ითაა მომატებული; ტრანსპორტი – 6%-იანი ზრდა; თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები – 9%-იანი ზრდა. კერძოდ, ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.5%), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.1%).

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი – შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.9%-იანი ზრდა); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (5.4%-იანი ზრდა); ჯანდაცვა (1.2%-იანი ზრდა) და ტრანსპორტი (0.8%-იანი ზრდა).

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button