Placeholder canvas
ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრომ 90 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 6 ოქტომბერს გამართულ ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 90 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

უწყების ინფორმაციით, აქედან 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები ორწლიანი ვადიანობის იყო, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 113 820 000 ლარი შეადგინა.

აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000%, საშუალო შეწონილი 8.168%, ხოლო მაქსიმალური 8.300% იყო.

აუქციონზე გაყიდული 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები კი – 6 თვიანი ვადიანობის იყო, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 50 415 000 ლარი შეადგინა.

ამასთან, აუქციონზე, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000%, საშუალო შეწონილი 8.059%, მაქსიმალური კი – 8.120% იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button