ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრომ 120 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2 ივნისს 120 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამავე ინფორმაციით, აქედან 70 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები ორწლიანი ვადიანობის იყო, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 1 448 650 000 ლარი შეადგინა.

სებ-ის განმარტებით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.300%, საშუალო 8.752%, ხოლო მაქსიმალური 8.790% იყო. აგრეთვე, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375%-ს შეადგენდა და კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ მოხდება.

აუქციონზე გაყიდული 50 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები კი – 182 დღიანი ვადიანობის იყო, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 111 500 000 ლარი შეადგინა.

ამასთან, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.5%, საშუალო შეწონილი 8.655%, ხოლო მაქსიმალური 8.740% იყო.

მანამდე, 25 მაისს ფინანსთა სამინისტრომ ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 80 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე „ბენჩმარკ ობლიგაციები“ გაყიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button