skip to content
ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრომ 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 11 აგვისტოს გამართულ ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულებისა და 12 თვიანი ვადიანობის მქონე ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა 6-მა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მთლიანმა მოთხოვნამ 92 მლნ ლარი შეადგინა.

ამავე ინფორმაციით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.070%, მაქსიმალური 8.190%, ხოლო საშუალო შეწონილი კი – 8.153% იყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button