Placeholder canvas
ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრომ 90 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 4 აგვისტოს გამართულ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 90 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

მათგან 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების „ბენჩმარკ ობლიგაციები“ ორწლიანი ვადიანობის იყო და აუქციონში მონაწილეობა 6-მა კომერციულმა ბანკმა მიიღო, მთლიანმა მოთხოვნამ კი – 146 560 000 ლარი შეადგინა.

აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000%, მაქსიმალური 8.350%, ხოლო საშუალო შეწონილი კი – 8.308% იყო.

20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები კი – 6 თვიანი ვადიანობის იყო და აუქციონში მონაწილეობა 8 კომერციულმა ბანკმა მიიღო, მთლიანმა მოთხოვნამ კი – 63 000 000 ლარი შეადგინა.

აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.250%, მაქსიმალური 8.300%, ხოლო საშუალო შეწონილი კი – 8.274% იყო.

ასევე წაიკითხეთ: 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button