skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრის ახალი მოადგილე დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა. დღემდე ლერი ბარნაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბარნაბიშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 2015-2020 წლებში მას ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

საკუთარი გუნდის სრულად ფორმირებისთვის კობახიძემ რამდენიმე ვაკანტური თანამდებობა უნდა შეავსოს, რომელთა შორისაა ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button