ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრომ 90 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 1 სექტემბერს გამართულ ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 90 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

უწყების ინფორმაციით, აქედან 70 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები ორწლიანი ვადიანობის იყო, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 127 860 000 ლარი შეადგინა.

აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000%, საშუალო შეწონილი 8.170%, ხოლო მაქსიმალური 8.190% იყო.

აუქციონზე გაყიდული 20 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები კი – 6 თვიანი ვადიანობის იყო, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 45 000 000 ლარი შეადგინა.

ამასთან, აუქციონზე, მინიმალური, საშუალო შეწონილი და მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთები 8.100% იყო. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button