skip to content
ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრომ 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 9 ივნისს 80 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების და 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამავე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 154 მლნ ლარი შეადგინა.

აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.580%, საშუალო შეწონილი 8.699%, ხოლო მაქსიმალური 8.740% იყო.

მანამდე, 2 ივნისს გამართულ აუქციონზე, ფინანსთა სამინისტრომ 120 მლნ ლარის, უფრო ადრე კი – 25 მაისს 80 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button