ახალი ამბები

სოხუმისა და ცხინვალის ლიდერები მოსკოვს სტუმრობენ

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლიდერები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი 7 სექტემბერს მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც ისინი რუსეთის ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.

აფხაზეთის ლიდერის ოფისის ცნობით, ასლან ბჟანია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობაში რიგ შეხვედრებს გამართავს. დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, ცხინვალის ლიდერი და „მთავრობის“ წევრები იმ რუს ჩინოსნებს შეხვდებიან, რომლებიც ცხინვალის რეგიონთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მუშაობენ.

ორი ოკუპირებული რეგიონის ლიდერთა მოსკოვურ ვოიაჟს წინ უძღვის პანდემიის კუთხით გაუარესებული ვითარება აფხაზეთში და პოლიტიკური კრიზისი ცხინვალში, სადაც ახალგაზრდა პატიმრის, ინალ ჯაბიევის, სავარაუდოდ, წამებით სიკვდილის შემდეგ ფართომასშტაბიანი აქციები იმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button