ახალი ამბები

ოკუპირებული აფხაზეთი კოვიდ-19-თან საბრძოლველად მოხალისე სამედიცინო პერსონალს იხმობს 

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება გუდაუთის საავადმყოფოს ექიმების დასახმარებლად, სადაც კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, მოხალისეებს იხმობს.

„კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, აფხაზეთში ექიმები ბევრს მუშაობენ, იღლებიან და ავადდებიან. დღეს პერსონალის დეფიციტია, ვინაიდან პაციენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა“, – განაცხადა 16 აგვისტოს ოკუპირებული რეგიონის „ჯანდაცვის სამინისტრომ“.

აღნიშნა რა, რომ სამედიცინო პერსონალი ძალიან გადაღლილია, „ჯანდაცვის სამინისტრომ“ განაცხადა, რომ გუდაუთის საავადმყოფოში დაბალი რანგის სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა.

უწყებამ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ იმ ფონზე, პანდემიის დროს საავადმყოფოს მუშაობასთან მიმართებით კრიტიკა როდესაც სულ უფრო იზრდება, სამედიცინო პერსონალს დახმარებს ძალიან ცოტა ადამიანი სთავაზობს.

მოცემული მომენტისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სულ 189 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 69 ადამიანი უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, სამი კი – გარდაიცვალა.

დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ რეგიონში 117 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. 16 აგვისტოს მდგომარეობით, მათგან გუდაუთას საავადმყოფოში მხოლოდ 21 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო დროს, რეგიონში ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. 22 ივლისის შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთში ვირუსის 151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button