Placeholder canvas
ახალი ამბები

GDI-მ „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც მაუწყებლებს „მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნის დაცვის“ მიზნით, დამატებითი ვალდებულებები ეკისრებათ, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული ცვლილებები ძალაში 1 სექტემბერს შევიდა.

„დემოკრატიული ინიციატივა“ სარჩელით „ბავშვის უფლებების კოდექსის“ 66-ე მუხლის პირველი ნაწილის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561, 562 და 71 მუხლის დებულებების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს.

ორგანიზაციის განცხადებით, ცვლილებები მაუწყებელთა მიერ გადაცემულ სრულ ინფორმაციას შინაარსობრივად არეგულირებს და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „შესაძლებლობას აძლევს მისი სუბიექტური შეხედულებით გადაწყვიტოს რა გაუშვას მაუწყებელმა ეთერში და რა არა“.

„[სადავო] ნორმები არღვევს მაუწყებელთა კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და მისი გამოხატვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებისა და ცენზურის აკრძალვის მოთხოვნებს“, – ვკითხულობთ „დემოკრატიული ინიციატივის“ განცხადებაში.

ამავე განცხადებით, სადავო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის კანონმდებლობა სპეციალურ და მკაცრ წესს ითვალისწინებს, რაც პირველ ჯერზე ჯარიმას, ხოლო განმეორების შემთხვევაში, მაუწყებლისთვს ლიცენზიის უპირობო შეჩერებას გულისხმობს.

„მიგვაჩნია, რომ მედიის თავისუფლებისთვის მსგავსი შებოჭვა განსაკუთრებით დაუშვებელი და საფრთხის შემცველი წინასაარჩევნო პერიოდშია“, – განმარტავენ „დემოკრატიულ ინიციატივაში“.

ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი ეროვნული მაუწყებლის – „მთავარი არხის“, ფორმულას“, „ტელეკომპანია პირველისა“ და „კავკასიის“ სახელით მიმართა 31 აგვისტოს მიმართა.

ცვლილებების თანახმად, 1 სექტემბრიდან მაუწყებლები ვალდებულნი არიან, რომ სამაუწყებლო ბადე შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით დაგეგმონ:

  • 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა არ განათავსონ 6 სთ-დან 24 სთ-მდე;
  • 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა არ განათავსონ 6 სთ-დან 23 სთ-მდე;
  • 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა არ განათავსონ 6 სთ-დან 21 სთ-მდე;
  • 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა არ განათავსონ 6 სთ-დან 21 სთ-მდე.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button