Placeholder canvas
ახალი ამბები

სასამართლომ ანა სუბელიანზე ძალადობისთვის დაკავებულ პირს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 8 ნოემბერს, თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ გეი თემატიკაზე გადაღებული ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ რადიკალური ჯგუფების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პირს – შ.შ.-ს 1 ივლისს ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადასტურდა, რომ „შ.შ-მ გარეგნული იერსახისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით“, ანა სუბელიანს მობილური სახის არეში ტელეფონი ესროლა, რის გამოც მან სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

მსჯავრდებული სამართალდამცველებმა 2019 წლის 8 ნოემბერს, ანა სუბელიანზე განხორციელებული ძალადობიდან რამდენი წუთში დააკავეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button