ახალი ამბები

ვიშეგარდის ოთხეული და სკანდინავიურ-ბალტიური რვიანი საქართველოს მხარდაჭერას ადასტურებენ

3 ივნისს გამართულ მე-8 ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც ონლაინრეჟიმში გაიმართა, ვიშეგარდის ოთხეულისა და სკანდინავიურ-ბალტიური რვიანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრი ქვეყნების მიმართ.

ერთობლივ პრესრელიზში, საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

„გრძელვადიან საერთაშორისო უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და მშვიდობას საერთაშორისო სამართლისა და ნორმების, მათ შორის, ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის რეალური და ხანგრძლივი დაცვა ესაჭიროება“, – განაცხადეს მინისტრებმა.

ჯგუფმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტაბილურობისა და სიმტკიცის გაძლიერების მიზნით, ღრმა და ყოვლისმომცველი რეფორმების გატარებაა საჭირო.

ვიშეგარდის ჯგუფი ან ვიშეგარდის ოთხეული ცენტრალური ევროპის ოთხ ქვეყანას – ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთსა და პოლონეთს აერთიანებს. სკანდინავიურ-ბალტიური რვიანის წევრები კი – დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია და შვედეთი არიან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button