ახალი ამბები

ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის საოკუპაციო ხაზს ესტუმრა

Tags

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დღეს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ტახტისძირს ესტუმრა, სადაც რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დაახლოებით ორი კვირის წინ „უკანონო ბორდერიზაციის“ პროცესი განაახლეს.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ყველა არხით, მათ შორის, საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაციასთანაც, რომელსაც აქვს წვდომა ამ რეგიონში, განსხვავებით სხვა ორგანიზაციებისგან, იმისთვის, რომ ახალგორის რაიონში, ისევე, როგორც ცხინვალის რეგიონის დანარჩენ ტერიტორიაზე, დავეხმაროთ ყველაზე მოწყვლად ადამიანებს სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარებით და პაკეტებით“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე საკარანტინო პირობებში დაახლოებით 150 ადამიანი იმყოფება, ასევე მოსახლეობა „სხვადასხვა სამედიცინო საჭიროებებისთვის [აქ] უფასო სამედიცინო დახმარებას იღებს“.

მან ბრალდებებს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოვიდ-19-ის ხელოვნურად შეტანას ცდილობს „აბსურდული“ უწოდა.

მან ასევე დაგმო „მუდმივი შეტევები“ თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button