
ახალი ამბები
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს მშპ-ის ზრდა 5.2 % იყო
„საქსტატის“ მიერ 31 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის(მშპ) ზრდამ 5.2% შეადგინა. 
ამავე მონაცემების თანახმად, მშპ 2019 წლის დეკემბერში 2018 წლის დეკემბერთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა. 
„საქსტატის“ მონაცემებით, დეკემბერში ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი, სასტუმროები და რესტორნები. 
კლება დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში. 
2018 წელს მშპ-ის საშუალო რეალური ზრდა 4.8 % იყო. 
მთავრობა 2019 წელს 4.5 %-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა.
მთავრობა 2019 წელს 4.5 %-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English Русский
