Placeholder canvas
ახალი ამბები

საქსტატი: 2019 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 417.3 მლნ აშშ დოლარი იყო

„საქსტატის“ მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 417.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 13.7 %-ით მეტია.

2019 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 96 მლნ აშშ დოლარი – საფინანსო სექტორმა მიიღო. შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 49.3 მლნ აშშ დოლარი ;სასტუმროები და რესტორნები – 45.7 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა – 43.4 მლნ აშშ დოლარი; ენერგეტიკა – 39.7 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 30.1 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 17.5 მლნ აშშ დოლარი; ტრანსპორტის სფერო – 11.2 მლნ აშშ დოლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება – 11.2 მლნ აშშ დოლარი; კავშირგაბმულობა – 8.1 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა, თევზჭერა – 5.4 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი სექტორები – 59.8 მლნ აშშ დოლარი.

2019 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა – 78.4 მლნ აშშ დოლარი – საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან მოიზიდა. მას მოჰყვება ნიდერლანდებსა და თურქეთში დარეგისტრირებული კომპანიები – 68.3 მლნ და 43.1 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდის ჩინეთი – 30.1 მლნ აშშ დოლარი; აშშ – 25.1 მლნ აშშ დოლარი; იაპონია – 16.2 მლნ აშშ დოლარი; პანამა – 15.7 მლნ აშშ დოლარი; რუსეთი – 15.1 მლნ აშშ დოლარი; დანია – 14.7 მლნ აშშ დოლარი; ჩეხეთის რესპუბლიკა – 13.1 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციები ოდენობამ კი 97.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button