ახალი ამბები

ცხინვალის ხელისუფლებამ 2020 წლის ბიუჯეტი მიიღო

ოსური საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პარლამენტის მიერ 4 დეკემბერს მიღებულ „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში“ შემოსავლები 7.58 მილიარდ რუბლს (118 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს, საიდანაც 6.22 მილიარდი რუბლი (97 მილიონი აშშ დოლარი) ანუ მთლიანი შემოსავლების 82% რუსეთის ფედერაციის მიერ დაფინანსდება.

მოსკოვის დაფინანსებიდან 4.72 მილიარდი რუბლი (73.5 მილიონი აშშ დოლარი) „სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“ მოხმარდება, ხოლო დარჩენილი 1.5 მილიარდი რუბლი (23.4 მილიონი აშშ დოლარი) – „საინვესტიციო პროგრამას“.

რეგიონის საკუთარი შემოსავალი 2020 წელს 1.5 მილიარდ რუბლამდე (23.4 მილიონ აშშ დოლარამდე) შეადგენს.

რეგიონის 2019 წლის ბიუჯეტი 8.74 მილიარდ რუბლს (127 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს, საიდანაც 7.45 მილიარდი რუბლი (108 მილიონი აშშ დოლარი) მოსკოვიდან გადმოირიცხა. რუსული სუბსიდიებიდან 4.66 მილიარდი რუბლი (68 მილიონი აშშ დოლარი) რეგიონის „სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“, ხოლო დარჩენილი 2.79 მილიარდი რუბლი (40 მილიონი აშშ დოლარი) – „საინვესტიციო პროგრამის“ განხორციელებას ხმარდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button