ახალი ამბები

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა

Tags

საქართველო 27 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ქვეყანამ თავმჯდომარის პოსტზე საფრანგეთი ჩაანაცვლა და უფლებამოსილებას ექვსი თვის ვადით შეასრულებს.

კომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები წარმოადგინა, რომელთა შორისაა: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება და დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

საქართველო ევროპის საბჭოს 41-ე წევრი ქვეყანა 1999 წლის 27 აპრილს გახდა. მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ექვს თვეში ერთხელ, ინგლისური ანბანის მიხედვით, წევრების წარმომადგენლები რიგრიგობით იკავებენ.

Facebook-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში, ზალკალიანმა თქვა, რომ „ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ერთგვარი გამოწვევა, ვინაიდან საქართველო პირველად არის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა“. მან სტრასბურგში ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ თავმჯდომარეობის დროს საქართველო ევროპის საბჭოს თითოეული წევრის ინტერესებს გაითვალისწინებს და რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება ყოველთვის იქნება ევროპის საბჭოს დღის წესრიგში.

გუშინ დილას, სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს დროშა აღმართეს. გარდა ამისა, ქართული ანბანის ასოებით მორთული ტრამვაის პრეზენტაციაც მოეწყო.

ევროპის საბჭოს პრესსპიკერმა დანიელ ჰოლტგენმა Twitter-ზე დაწერა, რომ „საქართველო ევროპის საბჭოში 500 000-ის ოდენობის ფინანსურ კონტრიბუციას“ განახორციელებს, რომლის დიდი ნაწილიც ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლას მოხმარდება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button