Placeholder canvas
ახალი ამბები

პროკურატურამ ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატს ბრალი წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 8 ოქტომბერს ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს, რომელსაც მისივე თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა, ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეპუტატს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს. აღნიშნული მუხლები სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის ქმედებას, ასევე ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება არ მოჰყოლია.

გუშინვე გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. დღეს იგი უწყებაში დადგენილების მისაღებად არის დაბარებული.

ილია ჯიშკარიანის მხრიდან თანამშრომელზე სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის 4 ოქტომბერს „მთავარი არხის“ ეთერიდან გახდა ცნობილი. ტელეკომპანიასთან საუბარში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ამბობდა, რომ საკუთარ ბიუროში მისულმა დეპუტატმა მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, უარის მიღების შემდეგ კი, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამასთან მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიც დაამტვრია.

გენერალურმა პროკურატურამ სავარაუდო მოძალადეს ბრალი მხოლოდ მომხდარიდან დაახლოებით 10 დღის შემდეგ წარუდგინა.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button