ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წლის იანვარ-აგვისტოში

Tags

„საქსტატის“ მიერ 19 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველ რვა თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.1%-ით შემცირდა და 8.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.4%-ით გაიზარდა და 2.4 მლრდ აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 4.4%-ით შემცირდა და 5.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 3.3 მლრდ აშშ დოლარი იყო.

საგარეო ვაჭრობის ზოგადი მაჩვენებლები, 2014-2019 წლების იანვარი-აგვისტო (მლნ აშშ დოლარი). წყარო: საქსტატი

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 3.7%-ით, 2.1 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 25.3%-ით გაიზარდა და 571.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობა კი – 11.6%-ით შემცირდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

2019 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობა 0.3%-ით გაიზარდა და 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 24.2%-ით გაიზარდა და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.7%-ით შემცირდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

ქვეყნების ჯგუფების წილი საგარეო ვაჭრობაში, 2019 წლის იანვარი-აგვისტო. წყარო: საქსტატი

2019 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, 1.1 მლრდ აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, შემდეგ მოდის რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და უკრაინა, შესაბამისად, 903.9 მლნ, 682.5 მლნ, 670.5 მლნ და 417.3 მლნ აშშ დოლარით.

მათ მოჰყვება: სომხეთი – 390.4 მლნ აშშ დოლარით; ამერიკის შეერთებული შტატები – 331.3 მლნ აშშ დოლარით; გერმანია – 318 მლნ აშშ დოლარით; რუმინეთი – 279.1 მლნ აშშ დოლარით და ბულგარეთი – 273.2 მლნ აშშ დოლარით.

338.7 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი რუსეთია. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი და უკრაინა, შესაბამისად, 315 მლნ, 217.4 მლნ, 190.8 მლნ და 166 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და გერმანია, შესაბამისად, 993.8 მლნ, 574.2 მლნ, 565.2 მლნ, 367.6 მლნ და 286.1 მლნ აშშ დოლარით.

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2019 წლის იანვარ-აგვისტოში (მლნ აშშ დოლარი). წყარო: საქსტატი

2019 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 430.6 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 381.5 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 207.1 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 136.5 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 133.5 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 88.5 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 70.3 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 59.9 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 45.6 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 43.9 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 814.8 მლნ აშშ დოლარი.

2019 წლის იანვარ-აგვისტოში ნავთობი და ნავთობპროდუქტები 474 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილები – 423.8 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 375.4 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 334.9 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 202.3 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები – 116.1 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 60.7 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 57.6 მლნ აშშ დოლარი; ახალი საბურავები – 57.6 მლნ აშშ დოლარი; ბულდოზერები – 49.5 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 3.7 მლრდ აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button