ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წლის იანვარ-ივლისში

Tags

„საქსტატის“ მიერ 19 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.2%-ით შემცირდა და 7.07 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

საგარეო ვაჭრობის ზოგადი მაჩვენებლები 2014-2019 წწ. იანვარ-ივლისში (მლნ. აშშ დოლარი). წყარო: საქსტატი

2019 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.4%-ით გაიზარდა და 2.1 მლრდ აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 4.7%-ით შემცირდა და 4.96 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 2.86 მლრდ აშშ დოლარი იყო.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2019 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 5.2%-ით, 1.8 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 20.6%-ით გაიზარდა და 503.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობა კი – 12.6%-ით შემცირდა და 1.3 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

ქვეყნების ჯგუფების წილი ექსპორტსა და იმპორტში, 2019 წლის იანვარ-ივლისში. წყარო: საქსტატი

2019 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობა 0.7%-ით გაიზარდა და 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 26.6%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.3%-ით შემცირდა და 1.3 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

2019 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, 999.6 მლნ აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, შემდეგ მოდის რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და უკრაინა, შესაბამისად, 790.2 მლნ, 600.6 მლნ, 567.9 მლნ და 362 მლნ აშშ დოლარით.

მათ მოჰყვება: სომხეთი – 334.8 მლნ აშშ დოლარით; ამერიკის შეერთებული შტატები – 302 მლნ აშშ დოლარით; გერმანია – 277.6 მლნ აშშ დოლარით; რუმინეთი – 242.4 მლნ აშშ დოლარით და ბულგარეთი – 238.2 მლნ აშშ დოლარით.

303.8 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი რუსეთია. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი და უკრაინა, შესაბამისად, 266.2 მლნ, 181.2 მლნ, 166.2 მლნ და 148.6 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და გერმანია, შესაბამისად, 864.5 მლნ, 501.4 მლნ, 486.3 მლნ, 334.4 მლნ და 248.6 მლნ აშშ დოლარით.

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 2019 წლის იანვარ-ივლისში (მლნ. აშშ დოლარი). წყარო: საქსტატი

2019 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 364.9 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 317.3 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 195.7 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 125 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 113.7 მლნ აშშ დოლარი; მინერალური წყლები – 77.2 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 59.9 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 57.6 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 39.3 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 38.3 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 713.4 მლნ აშშ დოლარი.

2019 წლის იანვარ-ივლისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები 404.4 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილები – 366.9 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 330.1 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 210.6 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 189.8 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები – 98.6 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 50.5 მლნ აშშ დოლარი; საბურავები – 49.6 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 46.6 მლნ აშშ დოლარი; ბულდოზერები – 42.7 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 3.2 მლრდ აშშ დოლარი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button