ახალი ამბები

კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

Tags

კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. შსს-ს ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე ზურაბ ბერიკაშვილი დაინიშნა.

ბერიკაშვილმა ამ პოსტზე შოთა ჭანუყვაძე შეცვალა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ზურაბ ბერიკაშვილი 2017 წლიდან დღემდე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, 2016 წელს კი, კონტრტერორისტული ცენტრის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button