skip to content
ახალი ამბები

ცხინვალში „უშიშროების კომიტეტის“ ახალი თავმჯდომარე დაინიშნა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა დღეს „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ თავმჯდომარის პოსტზე ოლეგ შირანი დანიშნა.

ცხინვალის ცნობით, ოლეგ შირანს დამთავრებული აქვს რიაზანის უმაღლესი საჰაერო-სადესანტო სამეთაურო სასწავლებელი და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) აკადემია. ის FSB-ში სხვადასხვა ოპერატიულ და ხელმძღვანელ თანამდებობებზე მსახურობდა.

დღესვე ბიბილოვმა შირანი „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცერთა შემადგენლობას“ წარუდგინა. ბიბილოვმა იმედი გამოთქვა, რომ, ახალი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“ განაგრძობს „რესპუბლიკის უსაფრთხოების ეფექტიან უზრუნველყოფას“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური 2018 წლის სექტემბერში გახადა მას შემდეგ, რაც ბიბილოვმა ამ თანამდებობიდან მიხაილ შაბანოვი გაათავისუფლა.

შაბანოვი უწყებას სათავეში 2017  წლის ივლისიდან ჩაუდგა. მანამდე ცხინვალის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ თავმჯდომარე ვიქტორ შარგაევი იყო.

შაბანოვის გათავისუფლების შემდეგ, ახალი თავმჯდომარის დანიშვნამდე, ცხინვალის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ ხელმძღვანელის მოვალეობას შაბანოვის პირველი მოადგილე ვლადიმირ ხუბაევი ასრულებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button