დაუჯგუფებელი

ირაკლი ფავლენიშვილი

21 ივნისს აქციის დაშლის შედეგად დაზარელებული მოქალაქე

Tags

„აქციაზე მოვედი იმიტომ, რომ შეურაცხყოფილი ვიყავი იმით, რაც მოხდა. ეს იყო არამარტო ჩემი, არამედ ზოგადად ეროვნული ღირსების შეურაცხყოფა, როცა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში დაგვისვეს ოკუპანტი ქვეყნის, იმპერიული რეჟიმის ერთ-ერთი მსახური.

სიმართლე გითხრათ, საპროტესტო აქციაზე გასვლისას, ველოდი რაღაც გართულებას, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი სადამსჯელო ღონისძიებას იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც უბრალოდ ეროვნული ღირსების შეურაცხყოფა ვერ მოითმინეს.

ასეთი არაპროპროციული ძალა არაადეკვატურია და ჩემში ბადებს იმის რწმენას, რომ რუსეთის და გავრილოვის საამებლად გააკეთეს. არადა ქართული სახელმწიფო პირველ რიგში ჩვენს მხარეს უნდა იდგეს და არა რუსული იმპერიის საამებლად მოქმედებდეს

ყველა გასაღები გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლოს და ბოლოს ჩამოშორდეს რუსულ ორბიტას. მჯერა, რომ ჩვენი თაობა შეძლებს ამას“.

მსგავსი/Related

Back to top button