ახალი ამბები

ცხინვალის მიერ დაკავებული სასულიერო პირი თავისუფალია

Tags

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეების მიერ, „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით, სოფელ ნიქოზის განაპირას დაკავებული ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მოძღვარი, დეკანოზი დავით დურგლიშვილი თავისუფალია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა Civil.ge-ს დაუდასტურა, რომ ცხინვალმა დაკავებული სასულიერო პირი ქართულ მხარეს ერგნეთში გადმოსცა.

ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მღვდელთმსახურის დავით ჭიღლაძის განმარტებით, დაკავებისას დეკანოზი ე.წ. საზღვართან მდებარე საკუთარ ნაკვეთში იმყოფებოდა.

ეს საოკუპაციო ძალების მიერ სასულიერო პირის დაკავების უკვე მეორე შემთხვევაა. გასული წლის ივნისში, ე.წ. მესაზღვრეებმა დირბის მამათა მონასტრის წინამძღვარი იოანე (ნიკოლოზ ოხანაშვილი) ასევე „საზღვრის უკანონოგადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button