ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „შედგება მეორე ტური“

Tags

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, 1000-მდე დათვლილი უბნის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ოცნების მიერ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებიდან, რამდენიმე საათში, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მმართველი პარტიის ეგზიტპოლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილი ხმების 52.3 %-ით არჩევნებს პირველივე ტურში იგებდა.

„ამ ეტაპისთვის, უკვე ცხადია, რომ შედგება მეორე ტური, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ბატონი გრიგოლ ვაშაძე. ეს არის უკვე ცხადი იმ 1000 უბნიდან გამომდინარე, რომელიც არის წარმოდგენილი ჩვენს წინაშე, ეს არის არსებული მდგომარეობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს პირველ ტურში გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა. „თუმცა, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო შესაძლებელი და ჩვენ ვართ დარწმუნებული, ვიყავით და ვართ დარწმუნებული მეორე ტურში გამარჯვებაში“, – დასძინა პარლამენტის სპიკერმა.

მისივე განმარტებით, „ცესკოს მონაცემები არის აცდენილი ორივე ეგზიტპოლს“ [„რუსთავის 2“-ისა და ქართული ოცნების]. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამის მიზეზი, შესაძლოა, ის იყოს, რომ „ეგზიტპოლზე პასუხს არ სცემდა ამომრჩეველთა დაახლოებით 44 %“. „ჩვენ ვთქვით, რომ გამარჯვება იყო დამაჯერებელი, თუმცა მეორე ტური არ იყო გამორიცხული და ჩვენ ველოდებოდით ცესკოს შედეგებს“, – დასძინა მანვე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button