ახალი ამბები

ცესკოს ახალ თავმჯდომარედ თამარ ჟვანია აირჩიეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე თამარ ჟვანია გახდა მას შემდეგ, რაც 11 სექტემბერს ცესკოს ექვსივე წევრმა ქართული ოცნებიდან მის ხუთი წლის ვადით არჩევას დაუჭირა მხარი. 

ჟვანია კიდევ ორ კანდიდატურასთან ერთად პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარუდგინა ცესკოს ასარჩევად. ჟვანიას კანდიდატურა პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა შესთავაზა.

ცესკოს თავმჯდომარედ არჩევამდე თამარ ჟვანია გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო პროექტებს ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე, 2004-2007 წლებში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დირექტორი იყო. მას საარჩევნო საკითხებზე მუშაობის თითქმის 13-წლიანი გამოცდილება აქვს, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე საერთაშორისო საარჩევნო მისიებში მონაწილეობის გზით.

ცესკოს ახალმა თავმჯდომარემ მისი მომავალი საქმიანობის პრიორიტეტად საარჩევნო პროცესისადმი ნდობის ამაღლება, პროფესიონალიზმი და მიუკერძოებლობა დაასახელა. მისი პირველი გამოწვევა 27 ოქტომბერის საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება იქნება.

მართალია, კანონის მიხედვით, ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევაში, მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენელებმა მიიღეს მონაწილება, მაგრამ პოლიტიკური სპექტრის დარჩენილი უმრავლესობა ასევე მიესალმა თამარ ჟვანიას წარდგენას, რაც ნდობის უპრეცედენტო გამოხატულებაა ამ პოსტზე მომუშავე მისი წინამორბედების დანიშვნამდე არსებულ განწყობებთან შედარებით.

ცესკოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 12 აგვისტოს ზურაბ ხარატიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე 11 კვირით ადრე თანამდებობიდან პოლიტიკაში წასვლის მოტივით გადადგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button