ახალი ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობა დაკარგა

ნაციონალური მოძრაობის წევრი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი 26 ივლისს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს მას შემდეგ, რაც დაახლოებით ერთი თვის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.

საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ირაკლი შიხიაშვილი აირჩიეს, რომელიც ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიდა.

მისი კანდიდატურა საკრებულოს 24-მა წევრმა წარადგინა. მხოლოდ ერთმა დეპუტატმა გულიკო ზუმბაძემ, რომელიც საკრებულოში მმართველი კოალიციიდან  რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს, განაცხადა, რომ ის შიხიაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდა.

საკრებულოს 26 ივლისის სხდომაში ნაციონალური მოძრაობის წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

მართალია ნაციონალურმა მოძრაობამ დაკარგა უმრავლესობა საკრებულოში მას შემდეგ, რაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მისმა 16 წევრმა დატოვა პარტია, მაგრამ საკრებულოში არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს ამჟამად უმრავლესობა არ ყავს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button