ახალი ამბები

შიდა ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს

შიდა ქართლის რწმუნებულად ზურაბ ჩხეიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

დღეს ზურაბ ჩხეიძე მისმა წინამორბედმა ანდრო ბარნოვმა წარადგინა.

შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ანდრო ბარნოვი 23 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე დავით ტყეშელაშვილი შეცვალა. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button