skip to content
ახალი ამბები

რუსთაველის გამზირზე ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

კვირას თბილისში, რუსთაველის გამზირზე ძველ სამსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად საშუალო ასაკის ცოლ–ქმარი დაიღუპა, ხოლო მათი 11 წლის ქალიშვილი ხანძარს გადაურჩა.

ოცდახუთამდე ოჯახი დაზარალდა ხანძრის შედეგად, რომელმაც ასევე დააზიანა მეზობელი ტერიტორია, სადაც თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის არქივი იყო განთავსებული. 

თბილისის მერიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები ფულად კომპენსაციას მიიღებენ, რათა საკითხის გრძელვადიან მოგვარებამდე მათ სახლები იქირავონ. მოგვიანებით იმავე დღეს ხელისუფლებამ დამწვარი შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოძველებული ელექტროგაყვანილობა სახელდება, რამაც, გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შენობის სახურავიდან გავრცელება გამოიწვია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button