ახალი ამბები

გაერო პოლიციის ქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდებს

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა 31 მაისს განაცხადა რომ ”როგორც ჩანს პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დასაშლელად არაპროპორციული ძალა გამოიყენა” და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს პოლიციის ქმედებები.

”ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს საქართველოს სახალხო დამცველის მოწოდებას მოხდეს პოლიციის ქმედებების სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ძალის გამოყენება უნდა მოხდეს მინიმალური საჭიროების შემთხვევაში და პროპორციულობის პრინციპის დაცვით. ნებისმიერი მხარის მიერ ფიზიკური შეტევები დროულად უნდა იქნას გამოძიებული,” – განუცხადა ჟენევში ჟურნალისტებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის პრეს-სპიკერმა რუპერტ კოლვილმა.

ახსენა რა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული დაკავებულთა სიები, კოლვილმა ასევე განაცხადა, რომ ყველა დაკავებულ პირს ”უნდა მიეცეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება.”

”კერძოდ, მათ უნდა ქონდეთ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის საშუალება, არ უნდა აწამონ და არ უნდა ეპყრობოდნენ ცუდად; უნდა იცოდნენ დაკავების მიზეზი; უნდა ქონდეთ სრულად იურიდიული დაცვის საშუალება და ასევე მათი დაკავების გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს მომავალში თავი შეიკავონ ძალადობისგან და იმოქმედონ იმ ადგილობრივი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც შეკრების თავისუფლების პრინციპებს განსაზღვრავენ,” – განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button