
ბაქრაძე ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 23 ივნისს, ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ნატოს პოზიცია საქართველოს მიმართ ძალიან დადებითია.
"რაც ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სრულიად ცალსახა პოზიცია იყო როგორც გენერალური მდივნის მხრიდან, ასევე [ნატოს წევრის ქვეყნის] ყველა ელჩის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და ჩვენ ვიმსჯელეთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ნატოს ფორმატით ოკუპაციის დასასრულებლად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დასაცავად,“ – განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტის პრესსამსახური შეხვედრის შესახებ ასევე იტყობინება, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა მზადყოფნა გამოხატა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, შემოდგომაზე, ალიანსის ლისაბონის სამიტამდე შედგება.
This post is also available in: English Русский