ახალი ამბები

ვაშაძე ლიტვას ეწვევა

18-20 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ლიტვას ეწვევა, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე შეხვედრებს გამართავს ლიტვის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან, ლიტვის სეიმის თავმჯდომარესთან ირენე დეგუტიენესთან, პრემიერ-მინისტრთან ანდრიუს კუბილიუსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან აუდრონიუს აჟუბალისთან.

საგარეო უწყების ცნობით, დაგეგმილია საქართველოსა და ლიტვას შორის თანამშრომლობის კომისიის დაფუძნება, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და ლიტვას შორის ”არსებული მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას”.

ვილნიუსში ვიზიტის დასრულების შემდეგ, 21 მაისს გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით მალტის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც შეხვდება თავის კოლეგას ტონიო ბორგს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button