ახალი ამბები

ეგზით პოლი Edison Research-ს დაუკვეთეს

ორმა წამყვანმა ტელეკომპანიამ ”რუსთავი 2”-მა და ”იმედმა” ამერიკულ კომპანიას  Edison Research-ს 30 მაისის ადგილობრივი არჩევნებისთვის ეგზით პოლების ჩატარება დაუკვეთა, განაცხადეს ტელეკომპანიებმა 28 აპრილს.

დაგეგმილი ეგზით პოლების შედეგებში შევა თბილისის მერისთვის მიცემული ხმების რაოდენობა და თბილისის საკრებულოში პარტიული ხმების რაოდენობა, განაცხადეს Edison Research-ის წარმომადგენლებმა. 

ჯო ლენსკიმ, კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და რობ ფარბმენმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა 28 აპრილს თბილისში დაგეგმილ ეგზით პოლებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს.

ადგილობრივი ინტერვიუერები ამომრჩევლებ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არჩეულ თბილისის 75 საარჩევნო უბანზე გამოკითხავენ – თითოზე დაახლოებით 100-ს. ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ მისი ვარაუდით, იგი არჩევნების დღეს სულ დაახლოებით 7,500 ამომრჩეველს გამოკითხავს. ”რუსთავი 2” და ”იმედი” შედეგებს საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, 20:00 საათზე გამოაცხადებს.

”ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეძია ისეთი კომპანია, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი ნდობა საერთაშორისო არენაზე; ამიტომ შევარჩიეთ Edison Research-ი,” – განაცხადა ”რუსთავი 2”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ძიძიგურმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button