
ახალი ამბები
ძლიერმა ქარმა თბილისში ორი ადამიანი იმსხვერპლა
თბილისის რამოდენიმე უბანში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა და ასობით სახლს სახურავი ახადა, ძირითადად დიდუბის და გლდანი-ნაძალადების რაიონებში.
45 წლის მამაკაცი დაიღუპა მას შემდეგ, რაც 22 თებერვალს ძლიერი ქარის შედეგად მის მანქანას ხე დაეცა; მანქანაში მყოფი კიდევ ორი მგზავრი დაშავდა.
იმავე დღეს დიღმის მასივში ხის წაქცევის შედეგად გარე მოვაჭრე დაიღუპა.
ქარმა ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის შედეგადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ელექტროენერგიის გარეშე 130 ათასი აბონენტი იყო დარჩენილი. ”ენერგო-პრო ჯორჯიაში” აცხადებენ რომ მათ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება 23 თებერვალს უკვე აღუდგა და სამუშაოები პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად კვლავაც გრძელდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)