
ახალი ამბები
გილაურის თქმით, ეკონომიკური ზრდის ნიშნები გაჩნდა
ბიზნეს სექტორის ბრუნვის ზრდა იანვარში იმის მაჩვენებელია, რომ ეკონომიკა 2010 წლის პირველ კვარტალში გაიზრდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 19 თებერვალს.
”2010 წლის იანვრის მონაცემებით, მთლიანი კომპანიების ბრუნვა გაზრდილია 10%-ით გასული წლის იანვართან შედარებით და გატოლებულია 2008 წლის იანვრის ციფრს… იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ტენდენციები გაგრძელდება და პირველ კვარტალს საკმაოდ პოზიტიური ეკონომიკური აქტივობის ციფრით დავამთავრებთ,” – განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკამ 2009 წელს 4%-იანი ვარდნა განიცადა. მთავრობის პროგნოზით 2010 წელს ეკონომიკის ზრდა 2% იქნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)