
ახალი ამბები
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი ”დამოუკიდებლობის დღეს” აღნიშნავს
სეპარატისტულმა სამხრეთ ოსეთმა 20 სექტემბერს ”დამოუკიდებლობის” მე-19 წლისთავი სამხედრო აღლუმით აღნიშნა.
სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის სახელზე გაგზავნილ მისალოც ბარათში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ რუსეთი ”შემდგომშიც განაგრძობს მოძმე ოსი ხალხის ყოველმხრივ დახმარებას”.
”ინტენსიურ და გულმოდგინე ერთობლივ მუშაობას სამართლებრივი ბაზის ფორმირებასა და ჩვენი სახელმწიფოების ურთიერთქმედების შემდგომ გაფართოებაზე კონკრეტული შედეგები მოაქვს ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენისა და მშენებლობის, ჩვენი სახელმწიფო საზღვრების გაძლიერების, რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების შენარჩუნების საქმეში,” – ნათქვამია მედვედევის წერილში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)