skip to content
ახალი ამბები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება

ქართული, ოსური და რუსული მხარეები 3 სექტემბერს მეოთხე შეხვედრას მართავენ ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში. შეხვედრა ერგნეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობით იმართება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა ტელეკომპანია ”იმედს” შეხვედრის დაწყებამდე, რომ ქართული მხარე მოითხოვს იმ რამოდენიმე ქართველის გათავისუფლებას, რომლებიც სამხრეთ ოსურმა მხარემ 31 აგვისტოს დააკავა სეპარატისტულ რეგიონში ხე-ტყის ”უკანონოდ მოჭრის” ბრალდებით. 

მსგავსი/Related

Back to top button