skip to content
ახალი ამბები

რუსეთმა აგვისტოს ომის შესახებ მძაფრსიუჟეტიანი ფილმი გადაიღო

რუსული სახელმწიფო ტელეკომპანია ”პირველი არხი” 29 მარტს უჩვენებს მძაფრსიუჟეტიან ფილმს საქართველოსთან აგვისტოს ომის შესახებ.

გამოგონილ ისტორიაში მოთხრობილია ამერიკელი ენტიმოლოგისა და რუსი ჟურნალისტი ქალის შესახებ, რომლებიც იმ დროს, როდესაც იშვიათი ჯიშის ღამის პეპლების გადაღებას ცდილობდნენ, შემთხვევით ხელში ჩაიგდებენ მტკიცებულებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

ფილმის ანონსში, რომლის სახელწოდებაა – ”ოლიმპიუს ინფერნო”, ნაჩვენებია ქართველი სამხედრო, რომელიც მისდევს ამ ორ ადამიანს მტკიცებულების ხელში ჩასაგდებად.

ფილმის რეჟისორმა იგორ ვოლოშინმა განუცხადა ”როიტერს”, რომ ეს არის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი იმ ორი ახალგაზრდა ადამიანის შესახებ, რომლებიც ომის ეპიცენტრში მოხვდებიან.

ფილმი გადაღებულია აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button