skip to content
ახალი ამბები

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

დღეს პარლამენტმა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი დაამტკიცა, რომელიც ერთადერთი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი ამ პოსტზე.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი თავმჯდომარე  ლაშა ჟვანია დეკემბრის დასაწყისში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შემდეგ ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა. მან ამ პოსტზე ეკა შარაშიძე შეცვალა.

აკაკი მინაშვილს, რომელიც პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვდა, 2004-2006 წლებში თავისუფლების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირეტორის, 2007-2008 წლებში კი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის საკითხთა დეპარტამენტის დირეტორის თანამდებობები ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button