ახალი ამბები

საქართველომ ნიკარაგუასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ნიკარაგუასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე იმის გამო, რომ ამ ქვეყანამ 2 სექტემბერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

საქართველოს საგარეო უწყება 28 ნოემბერს იტყობინება, რომ ოფიციალური ნოტა უკვე გადაეცა გაეროში ნიკარაგუას რესპუბლიკის მისიას.

საქართველომ და ნიკარაგუამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წელს დაამყარეს, თუმცა ეს ურთიერთობები ნომინალურ ხასიათს ატარებდა.

ნიკარაგუა მსოფლიოში მეორე სახელმწიფოა რუსეთის შემდეგ, რომელმაც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button