ახალი ამბები

ბუშმა და მედვედევმა “საქართველოსთან დაკავშირებული უთანხმოებები” განიხილეს

თეთრი სახლის ცნობით “საქართველოსთან დაკავშირებული უთანხმოებები” იქნა განხილული აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის დროს 22 ნოემბერს.

“პრეზიდენტ ბუშს და პრეზიდენტ მედვედევს შორის გულთბილი, თუმცა გულწრფელი და პირდაპირი დიალოგი გაიმართა,” – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა პერინომ, “მათ მთელი რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებული უთანხმოებები, რომლებიც ჩვენს შორის ჯერ კიდევ არსებობს,”

ეს იყო პირველი შეხვედრა ორ პრეზიდენტს შორის აგვისტოს ომის შემდეგ, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერთა სამიტის ფარგლებში გაიმართა პერუში.

“ორივე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენ კვლავ გვაქვს უთანხმოებები ურთიერთობებში, თუმცა არსებობს ორივე მხარის სურვილი – და ეს პირველმა პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა – არ მოგვიცვას ამ უთანხმოებებმა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ორ ზესახელმწიფოს შორის, და სანაცვლოდ მოხდეს იმ პრაქტიკული საკითხების მოგვარება, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაა მნიშვნელოვანი,” – იტყობინება “რია ნოვოსტი” რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button