skip to content
ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ორი აფეთქება მოხდა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს მდებარე სოფელ ზემო ნიქოზში 12 ოქტომბერს ორი აფეთქება მოხდა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

ამ აფეთქებების შედეგად, რომლებიც ადგილობრივი დროით დილის 10:40 საათზე და 10:55 საათზე მოხდა, არავინ დაშავებულა.

”აღსანიშნავია, რომ ქართულმა მხარემ ამავე ტერიტორიაზე სამი დღის წინ დააკავა სამი რუსი ჯარისკაცი, რომელიც მოგვიანებით გადაეცა რუსულ მხარეს,“ – აღნიშნა შსს-მ განცხადებაში.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button