skip to content
ახალი ამბები

ლევან გაჩეჩილაძე აშშ-ს სტუმრობს

ლევან გაჩეჩილაძე, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი ოპოზიციიდან აშშ-ში იმყოფება.

მან 30 სექტემბერს ვაშინგტონში, ჰუდსონის ინსტიტუტის ევრაზიის პოლიტიკის ცენტრში საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა.

”სააკაშვილმა ერთი რამ უნდა გაიგოს: იმისთვის რომ საქართველოში არ მოხდეს დესტაბილიზაცია, ეს არის მისი პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე,”- განუცხადა გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს პრეზენტაციის შემდეგ, ”აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები… საქართველო არის ყველასი და არ შეიძლება სკამის პრივატიზირება… ეს იყო ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანი. ნამდვილად არ მინდა, რომ საქართველოში რაღაც რყევები იყოს, როდესაც ქვეყანა შეიძლება განვითარდეს შენებით”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button