ახალი ამბები

პუტინმა სააკაშვილის ინაუგურაციაზე მოწვევა მიიღო

რუსულმა მხარემ მიიღო ოფიციალური მოწვევა ახლად არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად, იუწყება ”რია ნოვოსტი” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.

ამავე წყაროს ცნობით, თბილისში პრეზიდენტი პუტინია დაპატიჟებული, თუმცა რუსეთის პასუხი ამ საკითხზე გაურკვეველია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთს მოწვევა ინაუგურაციაზე დასასწრებად არ მიუღია.

მიხეილ სააკაშვილმა 12 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს. მან იქვე დასძინა, რომ მიესალმება, თუ 20 იანვარს დაგეგმილ მის ინაუგურაციას პრეზიდენტი პუტინიც დაესწრება.


”ანალოგიური განცხადებები ადრეც გაკეთდა,” – აღნიშნა ლავროვმა.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს მრავალჯერ გამოუხატავს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების თაობაზე”. ”სამწუხაროდ, ქართულ მხარესთან მიმართებაში საქმე ყოველთვის სხვანაირად მიდიოდა,” – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button