ახალი ამბები

ევროპის საბჭოს დელეგაცია თბილისს ეწვევა

დღეს თბილისს ევროპის საბჭოს დამკვირვებელთა დროებითი კომიტეტის დელეგაცია ხუთდღიანი ვიზიტით საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეწვევა.


ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდება პრეზიდენტობის კანდიდატებს: მიხეილ სააკაშვილს,  ლევან გაჩეჩილაძეს, დავით გამყრელიძეს, შალვა ნათელაშვილს, გიორგი მაისაშვილს და ასევე ბადრი პატარკაციშვილის წარმომადგენელს.   


ევროპის საბჭოს წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის  შემსრულებელთან ნინო ბურჯანაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან, გენერალურ პროკურორთან ზურაბ ადეიშვილთან და უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებთან.


დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის უმრავლესობასა და ოპოზიციურ ფრაქციებთან, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან  ლევან თარხნიშვილთან.


ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრები საქართველოში აკრედიტირებულ საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.


დელეგაცია თბილისს 8 დეკემბერს დატოვებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button