ახალი ამბები

ტელეკომპანია ”იმედს” სამაუწყებლო ლიცენზია დაუყადაღეს

ტელეკომპანია ”იმედს” სამაუწყებლო ლიცენზია და ტელევიზიის შენობა დაუყადაღეს, განუცხადა ”იმედის” გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა Civil.Ge-ს 14 ნოემბერს.


”ოფიციალური შეტყობინება, რომელიც არის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გუშინ ღამე გადმომცეს,” – განაცხადა მან, ”დოკუმენტი 7 ნოემბრითაა დათარიღებული; თუმცა, გამომძიებელმა მითხრა, რომ მან ვერ შეძლო დოკუმენტის უფრო ადრე გადმოცემა არეულობის გამო”.


თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადასტურა ეს ინფორმაცია, თუმცა უარყო, რომ გადაწყვეტილება 7 ნოემბერს იქნა მიღებული. ”გადაწყვეტილება 14 ნოემბერს იქნა მიღებული გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე,” განუცხადა Civil.Ge-ს საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელმა.  


როგორც დოკუმენტშია მითითებული, ბარათაშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება განპირობებული იყო ტელეკომპანია ”იმედის” გადაწყვეტილებით პირდაპირ ეთერში წაეკითხა ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხელისუფლების ჩამოგდების მოწოდებებს შეიცავდა.


ამასობაში, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 14 ნოემბერს ტელეკომპანია ”იმედის” წამყვან ჟურნალისტებს შეხვდა. თუმცა, შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button