ახალი ამბები
სანაკოევის ადმინისტარციას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოეყო
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 210 ათასი ლარის თანხა გამოეყო.
შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 22 აგვისტოს მოაწერა ხელი.
განკარგულების თანახმად, თანხა სპორტული ღონისძიებების დაფინანსებას მოხმარდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)