ახალი ამბები

თბილისში ოსური კულტურის ცენტრი გაიხსნა

თბილისში 2 ივნისს ოსური კულტურისა და ხელოვნების ცენტრი გაიხსნა, რომელიც ასევე იქნება სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლობის ოფისი დედაქალაქში.


დროებითი ადმინისტრაციის განცხადებით, ცენტრი, რომელიც ვერის ბაღში განთავსდა, ”ოსური კულტურისა და ხელოვნების განვითარებას” ისახავს მიზნად.


ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, თბილისის მერი გიგი უგულავა, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე და დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან გიგა ბოკერია.


სანაკოევმა დეპუტატებს განუცხადა, რომ ცენტრი ”იმ ეთნიკურ ოსებთან იმუშავებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ცხოვრობენ”.


ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ჩვენ ხალხს შორის ურთიერთნდობის აღსადგენად, განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button